მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმ 21 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც “ატლეტიკოსთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის განაცხადში შეიყვანა.
“ბლანკოსს” ტრავმების გამო გარეტ ბეილი და პეპე დააკლდებიან.
“რეალის” განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: რამოსი, ვარანი, ნაჩო, კარვახალი, მარსელო, დანილო;
ნახევარმცველები: კასემირო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი, ისკო, კოვაჩიჩი, ასენსიო;
თავდამსხმელები: რონალდუ, ლ.ვაზკესი, ბენზემა, მორატა, მარიანო.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება სამშაბათს საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.