რუსეთის პრემიერლიგის XXVI ტურში სამმატჩიანი უქმობა დაასრულა და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი ლორია - „კრილია სოვეტოვმა“ კი, შინ უშუალო კონკურენტ „ორენბურგს“ ვერ მოუგო - 1:1.
ლორიამ მეორე ტაიმში გაუშვა ბლაგო გეორგიევისგან საჯარიმო დარტყმა. მთლიანობაში კი, ურიგოდ არ გარჯილა, სამი სეივიც ჰქონდა და მაღალი შეფასებაც მიიღო - 7.5 ქულა.
თავის მხრივ, „ორენბურგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც რუსულ გუნდში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა გასულ ზამთარს. ქართველმა მოედანზე 72 წუთი გაატარა 7 ქულაც დაიმსახურა შეფასების მხრივ.
პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ორივე გუნდის მდგომარეობა კრიტიკულია: „კრილია“ 22 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა, ხოლო „ორენბურგს“ კი, ერთი ქულით მეტი აქვს და ერთი ადგილით მაღალ პოზიციაზეა.