კალათბურთი

19:11 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პირსმა კარიერა დაასრულა

პოლ პირსმა “იუტასთან” (91:104) წაგების შემდეგ კარიერა დაასრულა. პირსმა ნბა-ში 19 სეზონი ჩაატარა. 1998-2013 წლებში “ბოსტონის” ღირსებას იცავდა, სადაც 2008 წელს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა, ერთი სეზონი “ბრუკლინში” ჩაატარა. 2014/15 სეზონში “ვაშინგტონში” თამაშობდა, 2015 წლიდან კი “კლიპერსის” ღირსებას იცავდა.

პირსი “ოლ სტარის” 10-გზის მონაწილეა. 2008 წლის ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა. ნბა-ს რეგულარ სეზონებში პირსსს 26 397 ქულა აქვს ჩაგდებული, რაც ისტორიაში მე-15 მაჩვენებელია. პლეი-ოფში პოლს 3174 ქულა აქვს ჩაგდებული, რაც მეოცე შედეგია.

თეგებიპოლ პირსი
0.116076