სხვა

13:44 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ევროპის გრან პრის გამარჯვებულია

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები "ევროპის დიდი პრიზის" გამარჯვებულია.

პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში გამართული ტურნირის ფინალში ქართველებმა რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს: 6:0.

ფინალურ დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჰოლანდიას მოუგო 5:3, 1/2 ფინალში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია დაამარცხა 6:2.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა გრან პრიზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პირადში და ევროპის ვერცხლის მედალოსანი გუნდურში - ქრისტინე ესებუა, გუნდურში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი - ხათუნა ნარიმანიძე და დებიუტანტი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში - ნანა მახარაძე.

აღსანიშნავია, რომ გრან პრიზე მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.133023