კალათბურთი

11:02 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი "ანდორაში" ისევ საუკეთესოა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXXI ტურში გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის „მორაბანკ ანდორა“ ბასკეთში, უშუალო კონკურენტ „ბილბაოსთან“ 67:81 დამარცხდა.

საკუთარი გუნდის რიგებში ტრადიციულად საუკეთესო იყო შერმადინი - ქართველმა ცენტრმა 22 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგიმ რვიდან 7 საჯარიმო ისროლა ზუსტად, ხოლო ამდენივე ორქულიანიდან მხოლოდ ოთხი მოათავსა კალათში. რაც შეეხება მარგი ქმედების კოეფიციენტს, იგი 15-ს გაუტოლდა.

ბექა ბურჯანაძეც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 21 წუთი ითამაშა. ამ დროში ჩვენებურმა მხოლოდ 4 ქულა და 2 მოხსნა გაახერხა. ბექას ბევრჯერ არც გაუწევია მეოქის ფარისკენ: ორქულიანი ერთხელ ისროლა და ჩააგდო, საჯარიმო სამიდან ორი გამოიყენა, ხოლო ერთი სამქულიანი მიზანს ააცილა.

„ანდორას“ 29 მატჩში 15 გამარჯვების წილ 14 მარცხი აქვს მერვე ადგილს იკავებს. ქართველების გუნდის მომდევნო მეტოქე 7 მაისს, ლიდერი „ვალენსია“ იქნება.

0.119605