ინგლისური „მანჩესტერის“ ლაზარეთი კიდევ უფრო შეივსო. ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრემიერლიგის 35-ე ტურში სახლში „სუონსისთან“ (1:1) ორი ქულა და ორი ფეხბურთელი დაკარგა.
მეცხრე წუთზე ტრავმა ლუკ შოუმ მიიღო, ხოლო 61-ე წუთზე იმავე მიზეზით მოედნის დატოვება ერიკ ბაისაც მოუწია. აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედს“ ჯანმრთელი მცველები ფაქტობრივად აღარ დარჩა.
ხსენებული ორი მოთამაშის გარდა, ტრავმირებულნი არიან კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და მარკოს როხო. მატ გარდა ლაზარეთში პოლ პოგბა, ხუან მატა, ტიმოთი ფოსუ-მენსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმყოფებიან. რაც შეეხებათ ბაისა და შოუს, მათი ტრავმის ხარისხის ჯერჯერობით უცნობია.
მოურინიოს განკარგულებაში კი მცველებიდან ახლა მხოლოდ ანტონიო ვალენსია, დალეი ბლინდი და მატეო დარმიანი დარჩნენ.