საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერი „მონაკო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს შესაძლოა დანაკლისით შეხვდეს. Le Parisien-ის ცნობით, ვარჯიშზე ცხვირის დაზიანება მიიღო ტიემუ ბაკაიოკომ, რომელიც კამილ გლიკს დაეჯახა. ამის გამო, ახალგაზრდა ნახევარმცველს „ტულუზას“ წინააღმდეგ არ უთამაშია და დიდია ალბათობა იმისა, რომ ვერც „იუვენტუსს“ დაუპირისპირდეს.
ბაკაიოკო მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და „თავადების“ გამორჩეული ფეხბურთელია. მის ანგარიშზე ამ დროისთვის 46 თამაში და 3 გოლია.