მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კლუბის ანტირეკორდსმენი გახდა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელმა „ვალენსიასთან“ (2:1) მატჩში თერთმეტრიანის გატანა ვერ შეძლო, ასეთი რამ კი, „“სამეფო კლუბში“ თამაშისას მეათედ მოხდა - პორტუგალიელს 66 პენალტიდან 56 აქვს გატანილი.
აქამდე კი, ესპანეთის ჩემპიონატში ამდენი თერთმეტრიანი „რეალის“ არცერთ ფეხბურთელს არ გაუცუდებია. ძველი „რეკორდი“ უგო სანჩესს ეკუთვნოდა, რომელმაც 44 მცდელობიდან 9 ვერ გამოიყენა.
ამავე მატჩში კრიშტიანუმ რეკორდიც დაამყარა - ტოპ 6 ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ახლა მის ანგარიშზე 367 გოლია, ასეთი მაჩვენებელი კი, არავის აქვს. რონალდუმ ესპანეთის ლა ლიგაში 280, ინგლისის პრემიერლიგაში 84, ხოლო პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 3 გოლის გატანა შეძლო.