ფრანგული „მონაკოს“ თინეიჯერი თავდამსხმელი კილიან მბაპე კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ნიჭიერი შემტევი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატებში 15 გოლის გატანა მოახერხა.
მბაპეს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 14 გოლია, ხოლო ერთხელ გასულ სეზონშიც შეძლო თავის გამოჩენა. ამ დროისთვის კილიანი 18 წლის და 130 დღის გახლავთ.
ფრანგმა ვუნდერკინდმა ინგლისელი უეინ რუნის მიღწევა გააუმჯობესა. ახლა უკვე „მანჩესტერის“ კაპიტანს, თავის დროზე იგივე რაოდენობის გოლები პრემიერლიგაში 18 წლის 172 დღის ასაკში ჰქონდა გატანილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიჯრით ორ თამაშში შეძლო გატანა და ამასთან, ისტორიაში პირველი მოთამაშე, ვინც ასევე ლიგის პლეი-ოფის პირველ ოთხ შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დატოვა.