ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის 33-მა ჟურნალისტმა მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში -თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელი. მათი ვერსიით გამოავლინეს50 საუკეთესო სპეციალისტი. პირველ ადგილზე “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გავიდა. მეორე ლონდონის “ჩელსის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, ხოლო სამეული მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცმა დიეგო სიმეონემ დახურა.
აქვე გთავაზობთ ათეულს:
- პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)
- ანტონიო კონტე (ჩელსი)
- დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)
- კარლო ანჩელოტი (ბაიერნი)
- ჟოზე მოურინიუ (მანჩესტერ იუნაიტედი)
- მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი)
- იოხიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები)
- ზინედინ ზიდანი (რეალი)
- ლეონარდუ ჟარდიმი (მონაკო)
- იურგენ კლოპი (ლივერპული)