სუპერლიგის პლეი-აუტის მონაწილე ,,სოხუმის’’ უკანახაზელი, ამერიკელი ლეგიონერი უეიდ ლათანი ტრავმირებულია და პლეი-აუტის პირველი წრის პირველ შეხვედრაში, ,,მგზავრების’’ წინააღმდეგ მისი თამაში სათუოა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლათანმა კოჭის ტრავმა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლო ტურში ,,მგზავრებთან’’ მატჩის დროს მიიღო.