თბილისი 2-28 სექტემბერს ჭადრაკში ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. თითოეული ქვეყანაამ ტურნირისათვის თავის ლოგოს ქმნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგოსათვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამაც იზრუნა და კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ლოგოს შექმნის გამოცდილება აქვს ( გრაფიკოსი, მხატვარი, დიზაინერი და სხვა).
საკონკურსო ნამუშევრის თემა უნდა იყოს ერთის მხრივ ჭადრაკი, მეორეს მხრივ -თბილისი. ლოგოს ესკიზი უნდა იძლეოდეს საშუალებას, ჩამოისხას შესაბამისი თასი. უნდა ჰქონდეს ორენოვანი წარწერა: საჭადრაკო მსოფლიო თასი. თბილისი. 2017.საქართველო/Chess World Cup. Tbilisi. 2017.Georgia.
გამარჯვებულ ლოგოზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება. ის წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფაილის სახით და ვექტორული გამოსახულებით.
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შემდეგი კრიტერიუმით შეაფასებს:
- ვიზუალური მხარე
- კონცეფცია
ჟიური საუკეთესო ნამუშევარს კონფიდენციალური შერჩევის გზით კონსენსუსის პრინციპით გამოავლენს.
საკონკურსო ნამუშევრები 10 მაისამდე მიიღება, გამარჯვებული კი 17 მაისს გამოვლინდება. გამარჯვებული პრიზის სახით 600 ლარს მიიღებს.
საკონკურსო ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: chessolympiad43@gmail.com