“მონაკოს” თავდამსხმელის კილიან მბაპეს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენა მხოლოდ 4 გუნდს შეუძლია.
18 წლის მოთამაშე მიმდინარე სეზონს უმაღლეს დონეზე ატარებს. მას უკვე ახალ ტიერი ანრის უწოდებენ და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არაერთი გუნდის გეგმებშია.
“მსოფლიო ფეხბურთში მხოლოდ ოთხი გუნდი შეძლებდა მბაპეს ახლავე დამატებას: “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
თუმცა, ჩემი აზრით ამ მომენტისთვის კილიანისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება “მონაკოში” დარჩენა იქნებოდა. ის ძალიან ახალგაზრდაა და უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს. შესაბამისად, თუ მომდევნო სეზონშიც ასევე ითამაშებს, “მონაკო” კვლავ მიიღებს 100 მილიონიან შემოთავაზებებს” – განუცხადა L’Equipe-ს პასკალ ბოისეუმ ( მბაპეს აგენტმა).
შეგახსენებთ, რომ მბაპემ მიმდინარე სეზონში “მონეგასკების” მაისური 37-ჯერ მოირგო, 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას “მონაკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.