ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგა ისე არ ჩაივლის, მადრიდული დერბი რომ არ შედგეს - ამჯერადაც განგებამ ასე ინება და „რეალი“ – „ატლეტიკოს“ მატჩების ხილვის საშუალება გვექნება. პირველი შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზეა“ ჩანიშნული.
ბუნებრივია, აღნიშნული თამაშის შესახებ WORLDSPORT.GE კონკრეტულ დღეს გაცილებით ვრცლად და დაწვრილებით ისაუბრებს, მაგრამ მანამდე გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ურთიერთშეხვედრათა ისტორიას...
ურთიერთშეხვედრები
„რეალი“ და „ატლეტიკო“ ევროთასებზე მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. წინა ოთხი შემთხვევიდან გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდი გამოდიოდა: „რეალი“.
პირველად მათი დაპირისპირება 1958-1959 წლების სეზონში შედგა. „სამეფო კლუბმა“ სახლში 2:1 მოიგო, ხოლო „ატლეტიკომ“ შინ 1:0 გაიმარჯვა კოლარის გოლით. ყველაფერი გადათამაშებაში გადაწყდა, სადაც უფრო ძლიერი „ბლანკოსი“ გამოდგა - 2:1.
1959 წლის 13 მაისს, „რომარედაზე“ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„რეალი“: დომინგესი, მიჩე, სანტამარია, ლესმერსი, რუისი, ზარაგა, მატეოსი, კოპა, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო
„ატლეტიკო“: პაცოსი, რივლია, კალეხო, მენდიონდო, ჩიზო, კალეხა, მიგელი, აგუსტინი, ვავა, პეირო, კოლარი
55 წლის შემდეგ „ატლეტიკო“ და „რეალი“ ევროთასებზე ისევ წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე. ეს 2014 წელს მოხდა და იქედან მოყოლებული მეოთხე სეზონია მიჯრით ხვდებიან ერთმანეთს. 2014 წლის მაისში, ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შედგა. „ატლეტიკო“ დიეგო გოდინის 36-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა და ტიტულთან ძალიან ახლოსაც იყო. თუმცა, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე სერხიო რამოსმა გაათანაბრა. დამატებით დროში კი, დემორალიზებული „როხიბლანკო“ ვერაფერს გახდა - 1:4. გარეტ ბეილი (110 წუთი), მარსელო (118) და კრიშტიანუ რონალდუ (120, პენ).
„და ლუჟზე“ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„რეალი“: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, კოენტრაუ (მარსელო 59), ხედირა (ისკო 59), მოდრიჩი, დი მარია, ბეილი, ბენზემა (მორატა 79), რონალდუ
„ატლეტიკო“: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუისი (ალდერვეიელდი 83), ტიაგო, კოკე, გაბი, რაულ გარსია (სოსა 66), ვილია, დიეგო კოშტა (ადრიანი 9)
2014-2015 წლების სეზონში კი, მეოთხედფინალში ისევ „რეალი“ გამოვიდა გამარჯვებული. „ვისენტე კალდერონზე“ გოლი არ გასულა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი ხავიერ ერნანდესის გოლმა გადაწყვიტა 88-ე წუთზე.
2015 წლის 22 აპრილს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
„რეალი“: კასილიასი, ვარანი, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაუ (არბელოა 90), კარვახალი, კროოსი, ისკო (ილიარამენდი 90), ხამესი, ერნანდესი (ხესე 90), რონალდუ
„ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამეს, ტიაგო (ხიმენესი 86), კოკე, საულ ნიგეზი (გაბი 46), გრიზმანი (რაულ გარსია 65), არდა თურანი, მანჯუკიჩი
შარშანდელ სეზონში ისევ ფინალური შეხვედრაში გადაიკვეთა მადრიდელთა გზები. სასწორმა ამჯერადაც „რეალის“ მხარეს გადასწონა - სერხიო რამოსის გოლს იანიკ ფერეირა კარასკომ უპასუხა. პენალტების სერიაში კი, ზინედი ზიდანის გუნდს უფრო მეტად გაუმართლა.
2016 წლის 28 მაისს, მილანში შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:
„რეალი“: ნავასი, კარვახალი (დანილო 52), სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, კაზემირო, კროოსი (ისკო 72), მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა (ვასკესი 77), რონალდუ
„ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი (ერნანდესი 109), გაბი, აუგუსტო ფერნანდესი (ფერეირა კარასკო 46), კოკე (პარტეი 116), საულ ნიგეზი, გრიზმანი, ტორესი
ევროტურნირების გარდა, „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ ერთმანეთში შიდა ჩემპიონატისა და თასის ეგიდით 204-ჯერ უთამაშიათ. 103 თამაში „რეალმა“ მოიგო, 51 „ატლეტიკომ“, ხოლო 50 მატჩში ფრე დაფიქსირდა.
მიმდინარე სეზონში 19 ნოემბერს, „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკომ“ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით 3:0 მოიგო, ხოლო 8 აპრილს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პეპემ და ანტუან გრიზმანმა გოლები გაცვალეს.
სტატისტიკა
„რეალი“
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა. მთლიანობაში კი, მეთორმეტედ ითამაშეს ამ ეტაპზე. ამით მან რეკორდი დაამყარა და აჯობა „ბარსელონას“ – 11 ნახევარფინალი.
თუ მხედველობაში ჩემპიონთა თასსაც მივიღებთ, მაშინ ეს „სამეფო კლუბისთვის“ 28-ე ნახევარფინალია. აქამდე ჩატარებული 27 ნახევარფინალიდან მადრიდელებმა ფინალის საგზური 14-ჯერ მოიპოვეს, ხოლო ცამეტჯერ დამარცხდნენ.
აქვე გთავაზობთ წინა 27 ნახევარფინალის შედეგებს:
1955-1956, „მილანი“ 5:4 (4:2, 1:2)
1956-1957, „მანჩესტერი“ 5:3 (3:1, 2:2)
1957-1958, „ვაშაში“ 4:2 (4:0, 0:2)
1958-1959, „ატლეტიკო“ 2:1 (გადათამაშებაში) (2:1, 0:1)
1959-1960, „ბარსელონა“ 6:2 (3:1, 3:1)
1961-1962, „სტანდარდი“ 6:0 (4:0, 2:0)
1963-1964, „ციურიხი“, 8:1 (2:1, 6:0)
1965-1966, „ინტერი“ 2:1 (1:0, 1:1)
1967-1968, „მანჩესტერი“ 3:4 (0:1, 3:3)
1972-1973, „აიაქსი“ 1:3 (1:2, 0:1)
1975-1976, „ბაიერნი“ 1:3 (1:1, 0:2)
1979-1980, „ჰამბურგი“ 3:5 (2:0, 1:5)
1980-1981, „ინტერი“ 2:1 (2:0, 0:1)
1986-1987, „ბაიერნი“ 2:4 (1:4, 1:0)
1987-1988, „ეინდჰოვენი“ 1:1 (1:1, 0:0 პსვ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ფინალში გავიდა).
1988-1989, „მილანი“ 1:6 (1:1, 0:5)
1997-1998, „დორტმუნდი“ 2:0 (2:0, 0:0)
1999-2000, „ბაიერნი“ 3:2 (2:0, 1:2)
2000-2001, „ბაიერნი“ 1:3 (0:1, 1:2)
2001-2002, „ბარსელონა“ 3:1 (2:0, 1:1)
2002-2003, „იუვენტუსი“ 3:4 (2:1, 1:3)
2010-2011, „ბარსელონა“ 1:3 (0:2, 1:1)
2011-2012, „ბაიერნი“ 1:3 პენალტების სერიაში (1:2, 2:1)
2012-2013, „დორტმუნდი“ 3:4 (1:4, 2:0)
2013-2014, „ბაიერნი“ 5:0 (1:0, 4:0)
2014-2015, „იუვენტუსი“ 2:3 (1:2, 1:1)
2015-2016, „მანჩესტერ სიტი“ 1:0 (0:0, 1:0)
„რეალს“ ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ასეთი სტატისტიკა აქვს: 18 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება. ბოლო ხუთი ნახევარფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე კი, არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე).
რაც შეეხება გასვლით მატჩებს ამავე ეტაპზე: 5 მოგება, 6 ფრე, 16 წაგება. ბოლო შვიდი საგარეო ნახევარფინალური შეხვედრიდან კი, ერთადერთხელ შეძლო გამარჯვება (2 ფრე, 4 წაგება).
„რეალი“ მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია: 7 მოგება, 3 ფრე. პლეი-ოფის სტადიაზე კი, ყველა, ოთხივე შეხვედრა მოიგო.
„რეალს“ ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 10 მოგებული აქვს „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ერთადერთი, რომელმაც იქ არ წააგო დორტმუნდის „ბორუსიაა“ (2:2). ბოლო 35 მატჩიდან კი ამავე არენაზე „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით 30 დასრულდა და ერთხელ მოიგო სტუმარმა გუნდმა - „შალკემ“ 2015 წელს (4:3).
აქამდე, ევროტურნირებზე „რეალი“ ესპანურ გუნდებს 19-ჯერ დაუპირისპირდა. ბალანსი კი, ასეთია: 11 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება (სახლში 4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, სტუმრად 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება).
მეოთხე შემთხვევაა, როდესაც „რეალი“ ნახევარფინალში ესპანურ გუნდს ხვდება. ორჯერ „ბარსელონას“ შეხვდა, ერთხელ კი, „ატლეტიკოს“.
ევროტურნირებზე ესპანელებთან „სამეფო კლუბს“ შვიდი შეხვედრაა არ წაუგია. ბოლოს ასეთი რამ 2011 წელს, „ბარსელონასთან“ მატჩში მოხდა (0:2).
„ატლეტიკო“
მადრიდის „ატლეტიკო“ ნახევარფინალში მეექვსედ გავიდა, ხოლო ბოლო ოთხ სეზონში ამის გაკეთება მესამედ შეძლო. აქამდე გამართული ხუთი ნახევარფინალიდან კი, „როხიბლანკო“ ფინალში სამჯერ გავიდა და ორჯერ დამარცხდა.
გთავაზობთ წინა ხუთი ნახევარფინალების შედეგებს:
1958-1959, „რეალი“ 1:2 (გადათამაშება) (1:2, 1:0)
1970-1971, „აიაქსი“ 1:3 (1:0, 0:3)
1973-1974, სელტიკი“ 2:0 (0:0, 2:0)
2013-2014, „ჩელსი“ 3:1 (0:0, 3:1)
2015-2016, „ბაიერნი“ 2:2 (1:0, 1:2 „ატლეტიკო“ ფინალში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა)
„ატლეტიკოს“ ნახევარფინალურ ეტაპზე საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია (4 მოგება, 1 ფრე). ერთადერთ ვერმოგებულ მატჩს რაც შეეხება, ეს 2014 წელს, „ჩელსისთან“ მატჩში მოხდა (0:0).
თავის მხრივ, „ჩელსის“ გასვლაზე აჯობა და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა „როხიბლანკომ“ ნახევრაფინალში სტუმრად თამაში მოიგო (1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).
2013 წლის სექტემბრიდან მოყოლებული „ატლეტიკოს“ მონაგარი ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში ასეთია: 10 მოგება, 6 ფრე, 6 წაგება (ყველა შემთხვევაში ერთი ბურთის სხვაობით წააგო).
„რეალთან“ საპასუხო შეხვედრა ბოლო იქნება, რომელსაც „ვისენტე კალდერონი“ უმასპინძლებს.
ევროტურნირებზე „ატლეტიკო“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ შემდეგნაირად თამაშობს: 8 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება (სახლში: 6 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება. სტუმრად: 1 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება).
„ატლეტიკოს“ „რეალის“ გარდა ნახევარფინალში „ვალენსიას“ წინააღდმეგაც უთამაშია. 2011-2012 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე. მაშინ, მადრიდელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს: 4:2, 1:0.
გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები
ზინედინ ზიდანს („იუვენტუსი“) და დიეგო სიმეონეს („ინტერი“, „ლაციო“ ერთმანეთის წინააღმდეგ რვაჯერ უთამაშიათ. 4 მოგება, 2 წაგება, 2 ფრე არგენტინელის სასარგებლოდ. სიმეონემ გაიტანა გამარჯვების გოლი 2000 წლის 1 აპრილს „იუვენტუსის“ კარში და იმავე სეზონში იტალიის თასზეც მოაგებინა „ლაციოს“.
„სევილიას“, „ატლეტიკოსა“ და „ლაციოს“ ფეხბურთელის რანგში სიმეონეს „რეალთან“ 11-ჯერ მოუწია დაპირისპირება და ცუდი ბალანსი აქვს (1 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება).
არგენტინელს მწვრთნელის რანგში „რეალთან“ ბოლო 13 მატჩიდან 2 აქვს წაგებული (ფინალური შეხვედრები, ორჯერვე ძირითად დროში ფრედ დასრულდა). მთლიანობაში კი ასეთი ბალანსი გააჩნია: 7 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება.
ფეხბურთელის რანგში ზინედინ ზიდანს „ატლეტიკოსთან“ არასდროს წაუგია (6 მოგება, 2 ფრე).
ხუანფრანი „რეალის“ აკადემიაში გაიზარდა და პირველ გუნდში 2003-2005 წლებში ევსი შეხვედრაც ჩაატარა.
ისკომ, ნაჩომ, დანი კარვახალმა და კოკემ მოიგეს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2013 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად.
სერხიო რამოსს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ წითელი ბარათი ორჯერ მიუღია. 2006 წლის 1 ოქტომბერს და 2009 წლის ნოემბერში.
კრიშტიანუ რონალდუს „ატლეტიკოს“ კარში 18 გოლი აქვს გატანილი 27 მატჩში.
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:
მარსელო, დანილო, კაზემირო და ფილიპე ლუისი (ბრაზილია)
კრიშტიანუ რონალდუ, პეპე და ტიაგო (პორტუგალია)
რაფაელ ვარანი, ქარიმ ბენზემა და ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
ხუანფრანი, საულ ნიგეზი, კოკე და ისკო, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, კასილია, ალვარო მორატა, მარკო ასენსიო, ლუკას ვასკესი (ესპანეთი)
სიმე ვრსალიკო და ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი (ხორვატია)
საულ ნიგეზი და მარკო ასენსიო (ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები)
ყოფილი თანაგუნდელები კლუბებში:
ქარიმ ბენზემა და ტიაგო („ლიონი“ 2005-2007)
ოლივერ ტორესი, კაზემირო და დანილო („პორტუ“ 2014-2015)
ხამეს როდრიგესი და იანიკ ფერეირა კარასკო („მონაკო“ 2013-2014)
ფაბიო კოენტრაუ და ნიკოლას გაიტანი („ბენფიკა“ 2010-2011)
ფაქტები
„რეალი“
ზინედინ ზიდანის გუნდი მოედანს 57 შეხვედრაა უგოლოდ არ ტოვებს. მთლიანობაში 156 გოლი. ყველაფერი „სიტისთან“ შარშანდელი ნახევარფინალით დაიწყო (0:0).
„რეალს“ მიმდინარე სეზონში სახლში ორი მატჩი აქვს წაგებული. „სამეფო კლუბს“ ბოლო ხუთი სეზონია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორზე მეტი თამაში არ წაუგია.
ბოლო 12 შეხვედრიდან ისკომ 12 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (გოლი+პასი)
ალვარო მორატამ სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა, რონალდუმ სამ თამაშში ხუთი, ხამესმა კი, ორ თამაშში სამი გოლი. ეს მეტყველებს, რომ მადრიდელი შემტევები ჩინებულ ფორმაში არიან.
„რეალმა“ საკუთარი კარი შრალად ბოლო 15 მატჩიდან ერთადერთხელ შეინახა.
რონალდუ მეოთხედფინალების შედეგად გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროთასებსა და ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანა შეძლო.
„რეალმა“ „ბარსელონასთან“ მარცხით 12 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
„ატლეტიკო“
„ატლეტიკოს“ გასვლაზე 14 მატჩია არ წაუგია. ბოლოს ასეთი რამ 2016 წლის 12 დეკემბერს, „ვილიარეალთან“ მოხდა (0:3).
ბოლო 12 თამაშიდან კი, სიმეონეს გუნდმა საკუთარი კარი შრალად რვაჯერ შეინახა.
ანტუან გრიზმანმა მიდმინარე სეზონში ლა ლიგაში 16 გოლი გაიტანა და 6 გოლი აკლია თავისი წინა სეზონების შედეგის გასამეორებლად.
12 მატჩიანი წაუგებელი სერია ახლახან, „ვილიარეალთან“ საკუთარ მოედანზე შეწყდა (0:1). აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა კარში ოცჯერ დაარტყეს, ხოლო სტუმრებმა ერთადერთხელ, მაგრამ მაინც მოიგეს.
„ატლეტიკომ“ 2017 წელს მეოთხე თამაში წააგო და ყველა შემთხვევაში საკუთარ მოედანზე.
„რეალი“ – „ატლეტიკო“
2 მაისი, 22:45 საათი
მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“