საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანებამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის კანდიდატები დაასახელა. საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ედინსონა კავანი (პსჟ), მარკო ვერატი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი") და ბერნარდუ სილვა ("მონაკო") იბრძოლებენ.
2016/17 წლების სეზონში პარიზული გრანდის თავდამსხმელმა ჩემპიონატში 32 მატჩში 31 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა იტალიელმა 25 შეხვედრაში თავი 2 გოლით და 4 გადაცემით გამოიჩინა. "მონაკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სილვამ გულშემატკივრები 6 გოლით გაახარა და თანაგუნდელებს 8-ჯერ გაატანინა, ხოლო "ლიონის" შემტევმა 27 დაპირისპირებაში 24 გოლი გაიტანა.