ლონდონის “ტოტენჰემმა” თავის ისტორიაში პრემიერლიგის ერთ სეზონში მოპოვებული ქულების მიხედვით რეკორდი დაამყარა.
“მამლებს” “კრისტალ პალასთან” მოგებული მატჩის (1:0) შემდგომ 74 ქულა დაუგროვდათ და 4 ქულით ჩამორჩებიან პირველ ადგილზე მყოფ “ჩელსის”.
“ტოტენჰემს” სეზონის დასრულებამდე 5 მატჩი აქვს ჩასატარებელი.