რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა კორტს დაუბრუნდა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა. შტუტგარტის ტურნირის პირველ წრეში მარიამ იტალიელი რობერტა ვინჩი 7:5, 6:3 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 45 წუთს გასტანა.
პირველ სეტში იტალიელი 2:0 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ მარიამ ყველაფერი გამოასწორა. მატჩის შემდეგ შარაპოვამ მცირე კომენტარი გააკეთა:
“კორტზე გასვლა მსოფლიოში საუკეთესო გრძნობა იყო. გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. ამას დიდი ხანი ველოდი”- განაცხადა მარიამ.
მერვედფინალში შარაპოვას მეტოქე მისი თანამემამულე ეკატერინე მაკაროვა იქნება.
შეგახსენებთ, რომ მარიას აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის მიღების გამო 2016 წლის იანვრიდან აქამდე დისკვალიფიკაცია ჰქონდა.