გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.
“ჰიუსტონმა” შინ “ოკლაჰომა” 105:99 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 33:22 მოიგეს. რასელ უესტბრუკმა მორიგი ფენომენალური შედეგი დადო - 47 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი. “ჰიუსტონში” ჰარდენი 34 ქულით გამოირჩა. მეოთხედფინალში “ჰიუსტონი” “სან ანტონიო” - “მემფისის” დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.
“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “მემფისი” 116:103 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. “დათვებმა” ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხეს. კავაი ლეონარდს 28 ქულა ჰქონდა, მაიკლ კონლიმ 26 ქულა ჩააგდო. სერიის მომდევნო შეხვედრა მემფისში 28 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
“კლიპერსის” შინ “იუტასთან” 92:96 დამარცხდა. “იუტა” მეორე პერიოდის ბოლოს დაწინაურდა და მას შემდგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. “იუტამ” ტრადიციულად გუნდური კალათბურთი ითამაშა - ექვს კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 27 ქულა ჰეივორდის ანგარიშზეა. “კლიპერსში” 28 ქულით კრის პოლი გამოირჩა. სერიას “იუტა” 3:2-ს იგებს. მეექვსე შეხვედრა 29 აპრილს იუტაში თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
“ჰიუსტონი” – “ოკლაჰომა” 105:99 (16:22, 35:22, 21:33, 33:22) VIDEO
“სან ანტონიო” – “მემფისი” 116:103 (23:23, 32:26, 32:27, 29:27) VIDEO
“კლიპერსი” – “იუტა” 92:96 (21:19, 22:27, 15:18, 34:32) VIDEO