ფეხბურთი

18:01 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამო" ბოლო ადგილს გადაურჩა

ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე ყველა ადგილი გათამაშდა, გარდა პირველ-მეორისა. დარჩა მხოლოდ ფინალი: უკრაინული კიევის "დინამო" ჰოლანდიურ "ალკმაარს" ხვდება, მატჩი 17:00 საათზე დაიწყო "დინამო არენაზე" და სილქ უნივერსალი გადასცემს.

მანამდე კი, დღევანდელ მატჩებზე დავწერთ: თბილისის "დინამო" ბოლო ადგილს გადაურჩა და მეშვიდეზე გავიდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილებმა 3:1 მოუგეს ზაგრების "დინამოს" და ხორვატები დარჩნენ ბოლო პოზიციაზე.

მეშვიდე ადგილისთვის

დინამო (თბილისი) - დინამო (ზაგრები) 3:1

მეხუთე ადგილისთვის

ტრაბზონსფორი (თურქეთი) - გაბალა (აზერბაიჯანი) 3:1

მესამე ადგილისთვის

გენტი (ბელგია) - ინტერი (იტალია) 0:0 (პენ - 5:4)

0.115921