საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ კონტინენტის ახალგაზრდული პირველობის ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალია 45:36 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს გუნდური ჩემპიონატი.
ფინალამდე ქართველებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრები 45:41 დაამარცხეს.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.