მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრის დროს დანი კარვახალსა და ლუის სუარესს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც გამოცემა As-ი წერს, ესპანელმა მცველმა ურუგვაელ ფორვარდს დასცინა და ერთ-ერთ ეპიზოდში ირონიულად უპასუხა.
“წადი, კოპა დელ რეიზე ითამაშე და ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში უყურე”, - უთქვამს კარვახალს სუარესისთვის.
შეგახსენებთ, “ბარსელონამ” “რეალს” 3:2 მოუგო და ქულებით გაუთანაბრდა.