დიეგო მარადონა მიიჩნევს, რომ ლიონელ მესის გარეშე არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ვერ მოიპოვებს. მისი თქმით, ეს დასასრულია.
“მესის გარეშე დასასრულია – თუ მას დისკვალიფკაცია არ მოუხსნეს, არგენტინას მუნდიალზე გასვლა ძალიან გაუჭირდება”, - უთხრა მარადონამ Radio Rivadavia-ს.
შეგახსენებთ, მესი კონმებოლის სადისციპლინო კომიტეტმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ხოლო არგენტინა ამ დროისთვის მეხუთე ადგილს იკავებს შესარჩევ ციკლში, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ არ იძლევა.