საქართველოს ნაკრების წევრი კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილი (61 კგ) WKN-ის ვერსიით ფულკონტაქტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა 12-რაუნდიან ფინალურ ბრძოლაში ფრანგი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯონათან პასტორინი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული და ქამარი დაისაკუთრა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური