ინგლისის პრემიერლიგას დამდეგი სეზონიდან „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაუბრუნდება. „კაჭკაჭებმა“ პრემიერშიპის 44-ე ტურში „სენტ ჯეიმს პარკზე“ „პრესტონი“ 4:1 გაანადგურეს და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მეორე ადგილი გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდმა პრემიერლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
„ნიუკასლს“ 44 ტურში 88 ქულა აქვს და მესამეადგილოსან „რედინგს“ 9 ქულით სჯაბნის. აქვე გეტყვით, რომ ერთი კვირის წინ, პრემიერლიგის საგზური „ბრაიტონმაც“ გაიფორმა, რომელიც გათამაშებას 92 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება მესამე ახალწვეულს, მას პლეი-ოფი გამოავლენს.