იტალიურ „რომას“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან ტრანსფერებზე პასუხისმგებელი ესპანელი რამონ როდრიგესი, იგივე მონჩი იქნება. 48 წლის ესპანელმა იტალიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„დიდი მადლობა პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას და მთელ სტაფს, რომლებმაც მომცეს შანსი. ერთი სული მაქვს ჩემს სამუშაოს შევუდგე ამ ისტორიულ გუნდში“, - განაცხადა მონჩიმ.
მონჩი ცნობლი საფეხბურთო მოღვაწეა. მან სახელი „სევილიაში“ მუშაობით გაითქვა, სადაც არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი მიიყვანა და წარმატებული ტრანსფერი გაჩარხა. „დალაქები“ ესპანელმა 2 კვირის წინ დატოვა და ახალი სამსახური უმალ იპოვა.