“ჰალ სიტის” და შოტლანდიის ნაკრების მარცხენა მცველი ენდრიუ რობერტსონი “ლივერპულში” გადასვლასთან ახლოსაა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და 23 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბში ზაფხულში 8 მილიონ ფუნტად გადავა.
ენდრიუმ მიმდინარე სეზონში “ვეფხვების” მაისური 35-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.