ფეხბურთი

18:06 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კეიტა ბალდეს რეკორდი

რომის “ლაციოს” თავდამსხმელმა კეიტა ბალდემ სერია A-ს რეკორდი დაამყარა. სენეგალელმა შემტევმა ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი შეასრულა ბოლო 52 წლის განმავლობაში. კეიტას “პალერმოს” კარში სამი გოლის გასატანად 5 წუთი დასჭირდა. ამაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი კი, 1974-1975 წლების სეზონში შესრულდა.

ბოლოს ყველაზე ახლოს ამ რეკორდთან ანდრეი შევჩენკო იყო, რომელმაც 2000 წელს სამი გოლი 7 წუთში გაიტანა.

“ლაციოსა” და “პალერმოს” მატჩი მასპინძლებმა დიდი ანგარიშით, 6:2 მოიგეს.

0.121471