გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე “ლაიპციგს” ჩინებული შანსი ჰქონდა “ბაიერნთან” ჩამორჩენა 6 ქულამდე შეემცირებინა, მაგრამ ვერ გამოიყენა და “ვერცხლის სინის” მოპოვების ისედაც მცირე შანსი კიდევ უფრო შეიმცირა.
რალფ ჰასენჰუტლის გუნდი გელზენკირხენში “შალკეს” სტუმრობდა, უპირატესობასაც ფლობდა და ტიმო ვერნერის გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კლაას იან ჰუნტელარიისგან მიიღო გოლი და მერე, არაფრი შეცვლილა. მოპოვებულ ქულის შემდეგად კი, “ლაიპციგსა” და “ბაიერნს” შორის სხვაობა ისევ რვა ქულას შეადგენს. “შალკემ” კი, თავის მხრივ, საკუთარ მოედანზე მიჯრით მეექვსე მატჩი არ წააგო, ასეთი შედეგი ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია, მაგრამ რად გინდა – “ხუმარები” ცხრილის შუაში არიან გაჭედილნი და დიდი ალბათობით ევროსარბიელს მიღმა დარჩენა მოუწევთ.
იგივე ბედი ელის ლევერკუზენის “ბაიერს” – მეტიც, “ფარმაცევტები” უკვე საშიშ ზონას მხოლოდ 4 ქულით არიან მოცილებულნი და ასე თუ გააგრძელებენ, ვინძლო სეზონის ფინიში გაცილებით სავალალო გამოუვიდეთ. “ბაიერმა” ამჯერად ფრაიბურგში წააგო – გუნდთან, რომელიც პირიქით ჩინებულ სეზონს ატარებს და დღევანდელი გამარჯვების წყალობით ევროპა ლიგის ზონაში დაიდო ბინა.
“ფრაიბურგი” – “ლევერკუზენი” 2:1 (1:0)
ფრაიბურგი, “შვარცვალდ შტადიონი”
მაყურებელი: 24 000
“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი; იგნიოვსკი, სიონჩუ, კემპფი, გუნტერი; ბულუტი (შტენცელი 85), ჰოფლერი, ფრანტცი, ჰაბერერი (გუედე 90); პეტერსენი (ნილსენი 76), ნიდერლეჩნერი
მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი
“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰილბერტი, ტოპრაკი, დრაგოვიჩი, ვენდელი; ჰავერტცი (არანგიზი 79), ბაუმგარტლინგერი (პოიანპალო 90), კამპლი, ბრანდტი; ჩიჩარიტო (ბაილი 63), ვოლანდი
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
გოლები: 1:0 პეტერსენი (11), 1:1 ვოლანდი (60, პენ), 2:1 შტენცელი (88)
გაფრთხილება: კემპფი (39), იგნიოვსკი (90) – ჰილბერტი (55), ბაილი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: ფელიქს ბრიხი
“შალკე” – “ლაიპციგი” 1:1 (0:1)
გელზენკირხენი, “ველტინს არენა”
მაყურებელი: 60 916
“შალკე” (4-4-2): ფერმანი; კოკე, ჰიოვედესი, ბადშტუბერი, კოლაშინაცი; კალიჯური (შოპფი 50), სტამბული, ბენტალები, მეიერი (რიტერი 82); ბურგსტალერი (დი სანტო 74), ჰუნტელაარი
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩსი; ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი; ზაბიცერი, კეიტა, დემე, ფორსბერგი (ილსანკერი 77); ვერნერი (ბურკი 84), პოულსენი (სელკე 90)
მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი
გოლები: 0:1 ვერნერი (14), 1:1 ჰუნტელაარი (46)
გაფრთხილება: სტამბული (29), კოკე (43), მეიერი (78) – ჰალსტენბერგი (40), კეიტა (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (1) – 9 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 2:7
მსაჯი: გუნეტ პერლი
ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 27 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 26, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 23.