ჩოგბურთი

19:08 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის მონტე-კარლოს მე-10 და ჯამში 70-ე ტიტული 

რაფაელ ნადალი გახდა ჩოგბურთის ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, ვინც ATP-ის ტურნირი 10-ჯერ მოიგო. რაფამ მონტე-კარლოს მასტერსის ტიტული მეათედ დაესაკუთრა (2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2016, 2017). ნადალმა კარიერაში ჯამში ერთეულთა თანრიგში საიუბილეო 70-ე ტიტული მოიპოვა.

რაფამ მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში თანამემამულე ალბერტ რამოს-ვინოლასი მარტივად 6:1, 6:3 დაამარცხა, შეხვედრა საათსა და 17 წუთში დასრულდა. რაფაელმა ისე ითამაშა, რომ მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია, თვითონ კი 11-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნადალს მონტე-კარლოს მასტერსი შარშანაც ჰქოდნა მოგებული 1000 სარეიტინგო ქულა დაიცვა და 820 000 ევრო დაისაკუთრა.

0.116577