სლოვაკეთის ჩემპიონატში "ტრენჩინმა" 21 მოუგო "რუჟომბეროკს" და მეხუთე ადგილზეა, თუმცა სამეულში გასვლის შანსი აქვს. მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ახალგაზრდა გარემარბმა გიორგი ბერიძემ. ტრენჩინელთა ორივე გოლი მისი პასით გავიდა. ბერიძე ბელგიის "გენტიდან" სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. მშვენივრადაც თამაშობს სლოვაკეთში.
თურქეთის პირველ ლიგაში "გიოზთეფემ" 3:2 სძლია "ადანა დემირსფორს". მოგებულთა შორის სანდრო კობახიძემ ითამაშა, მაგრამ მცირე დრო დაეთმო: 84-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.
რუსეთში ლიდერმა მოსკოვის "სპარტაკმა" გასვლაზე 0:3 წააგო "როსტოვთან". ჯანო ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა. სოლომონ კვირკველიას "ლოკომოტივმა" კი 3:3 დაასრულა "ამკართან". კვირკველიაც 90 წუთი გაისარჯა.
ბელარუსის ჩემპიონატში მინსკის "დინამომ" გროდნოს "ნემანს" 1:0 მოუგო და ორივე გუნდში ითამაშეს ქართველებმა. მინსკელთა შორის პირველ ტაიმში გაისარჯა შემტევი გოგიტა გოგატიშვილი, ხოლო "ნემანში" შეუცვლელად ითამაშა მცველმა გიორგი ქანთარიამ.