ჭადრაკი

14:00 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ლიდერთა ჯგუფს 0,5 ქულით ჩამორჩება

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სხვებთან ერთად ორი ქართველი - ბაადურ ჯობავა (2712) და სოფიკო გურამიშვილი (2388) თამაშობს, მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. ორივემ გაიმარჯვა და თითო ქულა მოიპოვა.

ჯობავამ ოქუსლან კანმაზალს (თურქეთი, 2448) მოუგო, ხოლო გურამიშვილმა გერმანელი ანსგარ ბარტელი (2166) დაამარცხა.

ოთხი ტურის შემდეგ რეიკიავიკის ტურნირს 4,0-4,0 ქულით ხუთი მოჭადრაკე ლიდერობს. 3,5-3,5 ქულა აქვს 14 მოჭადრაკეს, მათ შორის - ჯობავას, რომელიც მე-10 ადგოლზე იმყოფება. 3,0 ქულით 33-ეა გურამიშვილი.

მეხუთე ტურში ჯობავა ჰანეს სტეჰანსონს (ისლანდია, 2566) ეთამაშება, ხოლო გურამიშვილი - ალექსანდრ ბელიავსკის (სლოვენია).

0.120455