ფრანგული „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი ლეონარდუ ჟარდიმი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქის, ტურინის „იუვენტუსის“ მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. პორტუგალიელის განცხადებით, „იუვეს“ საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს.
„ეს არის გუნდი, რომელსაც ყველა იცნობს - ძალიან ძლიერი, დიდი გამოცდილებით ასეთ მაღალ დონეზე. „იუვენტუსის“ დაცვის ხაზი ევროპაში საუკეთესოა და გარდა ამისა, მას აქვს უპირატესობა, რადგან იტალიის ჩემპიონატი უკვე თითქმის მოიგო“, - აღნიშნა ჟარდიმმა.
შეგახსენებთ, „მონაკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩები 3 და 9 მაისს გაიმართება.