ფეხბურთი

20:33 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი: კილიან მბაპე

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “მონაკოს” 18 წლის შემტევი კილიან მბაპე დასახელდა. ნიჭიერმა ფრანგმა უეფას ვებგვერდზე განთავსებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი, ხმების 51% მიიღო და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

მბაპემ “დორტმუნდის” წინააღმდეგ კარში სამჯერ დაარტყა, ხოლო გოლის გატანა ერთხელ მოახერხა.

მეორე ადგილი ერგო ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ხუან კუადრადოს (22%), ხოლო მესამეზე არიენ რობენი გავიდა (15%).

ბოლო მეოთხე ადგილს დასჯერდა “ლესტერ სიტის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი – 12%.

0.116813