კალათბურთი

11:00 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში ,,სოხუმს’’ ლათანიც დაეხმარება

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურში, ,,ბათუმისა’’ და ,,სოხუმის’’ შეხვედრაში სოხუმელებს გამოჯანმრთელებული ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი უეიდ ლათანიც (20.01.89, 192 სმ) დაეხმარება.

ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლათანი მოწამლული იყო და ამის გამო 26-ე ტურში, ,,ოლიმპთან’’ მატჩში მონაწილეობა ვერ შეძლო.

,,ბათუმისა’’ და ,,სოხუმის’’ შეხვედრა დღეს, 18 საათზე დაიწყება.

0.116094