„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია. ვეტერანმა შვედმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „ანდერლეხტის“ (2:1) წინააღმდეგ მუხლი დაიზიანია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო გაუცდება იბრას, მაგრამ წინასწარი ვარაუდით, დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავიდეს.
ზლატანმა ტრავმა უწყინარ სიტუაციაში მიიღო: მარჯვენა ფეხი მინდორზე ცუდად დადგა. თუ ისე მოხდა, რომ 35 წლის შემტევმა გამოჯანმრთელება სეზონის ბოლომდე მართლაც ვერ მოასწრო, მაშინ შესაძლოა, გუშინდელი შეხვედრა „მანჩესტერის“ რიგებში მისთვის ბოლოც აღმოჩნდეს - მოგეხსენებათ, მას „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 46 მატჩი ჩაატარა და 29 გოლის გატანა შეძლო.