“სევილიას” ერთ-ერთი ლიდერი ვიტოლო ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
27 წლის ნახევარმცველმა დაზიანება ”ვალენსიასთან” ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის დასაწყისში მიიღო და მოედნის დატოვება მე-15 წუთზე მოუწია. როგორც გაირკვა, მას მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული და თამაშს ორი კვირის განმალობაში ვერ შეძლებს.
ვიტოლომ მიმდინარე სეზონში 40 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.