უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის, წინა კვირის მსგავსად, ადგილი დაიმსახურეს ლეონარდო ბონუჩიმ, ალექს სანდრომ, კილიან მბაპემ და კრიშტიანუ რონალდუმ.
ასევე, მეოთხედფინალური ეტაპის პირველი რაუნდის სიმბოლურის მსგავსად, ამჯერადაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი "იუვენტუსს" ჰყავს.
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა")
მცველები: ალექს სანდრო ("იუვენტუსი"), ჟერარ პიკე ("ბარსელონა"), ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი"), დანი ალვეში ("იუვენტუსი")
ნახევარმცველები: ტიმო ლემარი ("მონაკო"), საულ ნიგუესი ("ატლეტიკო"), კილიან მბაპე ("მონაკო")
თავდამსხმელები: მარკო როისი ("დორტმუნდი"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი")