ძიუდო

16:14 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ფინალს და ერთმანეთს მიუახლოვდნენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ევროკონკურენცია შეიძლება ქართული ფინალით დაგვირგვინდეს - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში გავიდნენ და გადამწყვეტ ბრძოლას თითო გამარჯვება აშორებთ.

პაპინაშვილმა დილის პროგრამაში ფრანგი სედრიკ რევოლი და ბრიტანელი ეშლი მაკკენზი დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაეჭიდება.

ჩხვიმიანმა ებრაელი დანიელ ბენ დავიდი და თურქეთის და ბექირ ოზლუს სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი ჩამოიშორა და ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ღობერტ მშვიდობაძეს შეხვდება.

დღესვე, მამაკაცებს შორის, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, მაგრამ ამჯერად საპრიზო სამეულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგა, მერვედფინალში, სლოვაკ მატეჟ პოლიაკთან იპონით წაგებით.

ქალთა შორის კი საქართველოს დროშის ქვეშ ოლღა ალადოშვილმა (48 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) იჭიდავეს და ორივე მერვედფინალში დამარცხდა.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.120241