კალათბურთი

16:05 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტმა სუპერლიგის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა

კალათბურთში“ ა“ ლიგის ბოლოსწინა მე-14 ტური „ტიტებისა“ და „დელტას“ მატჩით გაიხსნა. ამ ტურნირში მოვლენები ისე განვითარდა, რომ „ტიტებმა“ უკვე დაკარგა პირველ ადგილზე გასვლისა და სუპერლიგის ერთადერთი საგზურის მოპოვების თეორიული შანსიც კი, ხოლო ერთპიროვნულ ლიდერ „დელტას“ ამ საგზურის მოპოვების ყველაზე კარგი პერსპექტივა ჰქონდა, რადგან ქვემოქართლელი კალათბურთელები უშუალო კონკურენტ თსუ -ჰიუნდაის ამ შეხვედრამდე 1 ქულით უსწრებდნენ და პირად შეხვედრაშიც 2:1 უგებენ სტუდენტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის „დელტას“ დარჩენილი 2 თამაშიდან 1-ის მოგებაც კი ჰყოფნიდა, რათა სუპერლიგის საგზური მოეპოვებინა. ლექსო ლაფანაშვილის შეგირდებმა დასახული მიზანი ვადაზე ადრე შეასრულეს, დღევანდელი შეხვედრა 73:71 მოიგეს და სუპერლიგის საგზური მოიპოვეს.

ამრიგად,“ა“ ლიგის დებიუტანმა „დელტამ“ პირველივე ცდაზე შეძლო ამ ტურნირის მოგება და 2017-2018 წლების სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებს. „რუსთავის“ შემდეგ „დელტა“ ქვემოქართლის მეორე გუნდი იქნება, რომელიც სუპერლიგაში ითამაშებს.

დავუბრუნდეთ „ტიტები“-„დელტას“ შეხვედრას. მიუხედავად იმის, რომ „ტიტებმა“ პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა და პროგრამა მინიმუმი პირველ ოთხეულში ადგილი უკვე მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017-18 წლების სეზონში „ა“ ლიგაში უკონკურსოდ ითამაშებს, შეხვედრა ამ გუნდის უპირატესობით დაიწყო. განსაკუთრებით ამერიკელი ლეგიონერები რაიან არონი და არმანი ფლანიგანი აქტიურობდნენ. მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა პირველმა სამმა მეოთხედმა. მატჩის ბედი მეოთხე დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი „დელტამ“ უკეთ ჩაატარა, არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, 73:71 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 39 ქულა არონმა დააგროვა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულემ ფლანიგანმა 13 ქულით და 22 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუმართა შორის 20 ქულით და 9 მოხსნით ყველაზე შედეგიანი დეანდრე რეი იყო. ასევე კარგი თამაში აჩვენეს ირაკლი ალხანაიძემ და ზვიად ანთაძემ, რომლებმაც შესაბამისად 18 და 16 ქულა დააგროვეს.

„ტიტები“ – „დელტა“ 71:73 (18:16, 20:18, 19:15, 14:24)

ამჟამად მიმდირაეობს სეუ - „წყალტუბოს“ შეხვედრა.

0.116943