ჭადრაკი

23:59 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა ოთხეული ორამდე შემცირდა

ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელსაც ლატვიის დედაქალაქი რიგა მასპინძლობს მერვე ტურის პარტიები გათამაშდა. შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონატს ოთხი მოჭადრაკე ლიდერობდა, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რაღა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერესს ლიდერთა შორის მყოფი ნანაძაგნიძის თამაში იწვევს, რომელიც ამჯერად კიდევ ერთ ლიდერ ელინა დანიელიანს (სომხეთი) შეხვდა. გაიმარჯვა ნანამ და ლიდერობა შეინარჩუნა.

ლიდერთა შორის მყოფი მეორე წყვილიდან ალექსანდრა გარიაჩკინამ (რუსეთი) შეძლო თანამემამულე დარია პუსტოვოიტოვას დამარცხება ნანა ძაგნიძესთან ერთად 6.5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. ლიდერებს ნახევარ -ნახევარი ქულით ოთხი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომლებიც მესამე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ. მათგან მეცხრე ტურში ძაგნიძე შავებით მსოფლიოს ექს ჩემპიონ მარია მუზიჩუკს (უკრაინა) შეხვდება, ხოლო გარიაჩკინა თეთრებით კიდევ ერთ თანამემამულე ალინა კაშლინსკაიას დაუპირისპირდება.

მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნანა ძაგნიძე - ელინა დანიელიანი(სომხეთი) 1:0

ნინო ბაციაშვილი - ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5

ლელა ჯავახიშვილი-ულვია ფატალიევა(აზერბაიჯანი)0:1

სალომე მელია-ელენა-ლუმინიტა კოსმა(რუმინეთი) 1:0

მერი არაბიძე- ალისა გალიამოვა (რუსეთი) 0:1

ნინო ხომერიკი - მარინა კამიაგინა(რუსეთი) 1:0

სოფიკო გვეტაძე- ელენა სემენოვა (რუსეთი ) 0.5:0.5

ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა:

1.ძაგნიძე(6.5 ქულა), 11.ხოტენაშვილი (5.5), 15.ბაციაშვილი (5.5), 40.მელია(5.0) 44.ჯავახიშვილი(4.5), 48. ხომერიკი(4.5), 49. არაბიძე(4.5), 81. გვეტაძე(4.0).

მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე - მარია მუზიჩუკი(უკრაინა)

ბაციაშვილი-ელინა დანიელიანი(სომხეთი)

ჯავახიშვილი - ხომერიკი

მელია - მარინა ბრუნელო(იტალია)

ხოტენაშვილი - იულია ოსმაკი(უკრაინა)

არაბიძე - კატარზინა ტომა (პოლონეთი)

გვეტაძე - ანასტასია საზონოვა(რუსეთი)

0.103298