“კლივლენდ კავალიერსის” ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა “მილოუკი ბაქსის” ფორვარდ იანის ანტენტოკუმპოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ნბა-ს ტოპ 10 კალათბურთელს შორის იქნება.
“ორი წლის წინ ვთქვი, რომ იანისი დიდი კალათბურთელი გახდებოდა. ანტენტოკუმპოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბერძენი მალე ნბა-ს საუკეთესო 10 მოთამაშეს შორის იქნება”- განაცხადა ბლატმა.
მიმდინარე სეზონში ანტენტოკუმპო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 22.9 ქულას, 8.8 მოხსნას და 5.4 პასს აგროვებს.