მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მეშვიდედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ გადაასწრო.
„სამეფო კლუბმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ დამატებით დროში 4:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. „ბარსელონას“ ჩემპიიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ 6-ჯერ უთამაშია - 2008-2013 წლებში.
თავის მხრივ, „რეალის“ პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი გაუტანია. მან „ბაიერნთან“ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე 101 გოლი აქვს გატანილი.
რონალდუმ ტურნირზე თავისი პირველი გოლი ჯერ კიდევ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით „რომას“ გაუტანა (თამაში 7:1 დასრულდა). აღსანიშნავია, რომ მანამდე პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე 27 უგოლო მატჩი ჰქონდა ჩატარებული, „რომასთან“ კი დუბლი შეასრულა.
რონალდუმ 101 გოლი 137 თამაშში გაიტანა. მეორე ადგილზე „ბარსელონას“ არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესია - 94 გოლი 114 მატჩში.
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირები:
კრიშტიანუ რონალდუ - 101 გოლი (137 მატჩი)
ლიონელ მესი - 94 გოლი (114)
რაული - 71 გოლი (142)
ვან ნისტელროი - 56 გოლი (73)
ქარიმ ბენზემა - 51 გოლი (91)
ტიერი ანრი - 50 გოლი (112)