ჭადრაკი

23:59 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატს ოთხეული ლიდერობს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა.

გამორჩეულ ინტერესს იწვევდა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ნანა ძაგნიძისა და ალექსანდრა გარიაჩკინას(რუსეთი) შეხვედრა. ეს პარტია ყაიმით დასრულდა. მდევრის როლში მყოფი მოჭადრაკეებიდან ლიდერთა წაფორხილებით ელინა დანიელიანმა(სომხეთი) და დარია პუსტოვოიტოვამ(რუსეთი) ისარგებლეს, რომლებმაც თავიანთი პარტიები მოიგეს და ლიდერებს წამოეწივნენ. დანიელიანმა ოლგა გირიას(რუსეთი) მოუგო, ხოლო პუსტოვოიტოვამ ლელა ჯავახიშვილი დაამარცხა.

ამრიგად, შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონატს ძაგნიძის, გარიაჩკინას, პუსტოვოიტოვას და დანიელიანის ოთხეული ლიდერობს, რომლებმაც 5.5-5.5 ქულა დააგროვეს. ლიდერთა ჯგუფს ნახევარ-ნახევარი ქულით თხუთმეტი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომლებიც მეხუთე- მეცხრამეტე ადგილებს ინაწილებენ. ქართველი მოჭადრაკეებიდან მათ შორის ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი იმყოფებიან.

მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე - ალექსანდრა გარიაჩკინა(რუსეთი) 0.5: 0.5

ბელა ხოტენაშვილი-მარია მუზიჩუკი(უკრაინა) 0.5: 0.5

ლელა ჯავახიშვილი-დარია პუსტოვოიტოვა(რუსეთი)0:1

ნინო ბაციაშვილი - ბაირა კოვანოვა( რუსეთი) 1: 0

მერი არაბიძე - ირინა გაპონენკო (უკრაინა) 0.5 : 0.5

სალომე მელია-ელიზავეტა მალახოვა(რუსეთი)0.5: 0.5

ნინო ხომერიკი - ირინა ბურმაგა(რუმინეთი) 0.5: 0.5

სოფიკო გვეტაძე-ლანიტა სტეცკო(ბელორუსია) 0.5: 0.5

ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა შვიდი ტურის შემდეგ:

ძაგნიძე 1 ადგილი(5.5 ქულა), ხოტენაშვილი 11 (5.0), ბაციაშვილი 16 (5.0), ჯავახიშვილი 21 (4.5), არაბიძე 23 (4.5), მელია 63 (4.0), ხომერიკი 68 (3.5), გვეტაძე 82( 3.5).

მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე - ელინა დანიელიანი(სომხეთი)

ბაციაშვილი - ხოტენაშვილი

ჯავახიშვილი- ულვია ფატალიევა(აზერბაიჯანი)

მელია-ელენა-ლუმინიტა კოსმა(რუმინეთი)

არაბიძე - ალისა გალიამოვა(რუსეთი)

ხომერიკი-მარინა კამიაგინა(რუსეთი)

გვეტაძე - ელენა სემენოვა( რუსეთი)

0.11762