კალათბურთი

11:54 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსის” და “სან ანტონიოს” მორიგი გამარჯვება (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ “ინდიანა” 117:111 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. “კავალიერსი” პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდა და შემდეგ მთელი შეხვედრის განმავლობაში ინდიანაპოლისელები მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო, კევილ ლავმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 11 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა ლებრონ ჯეიმსმა - 25 ქულა, 10 მოხსნა 7 პასი. “ინდიანაში” 32 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა.

“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “მემფისი” 96:82 დაამარცხა. ტეხასელები სერიას 2:0-ს იგებენ. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა მატჩის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა და შეხვედრის არც ერთ ეტაპზე “სან ანტონიოს” გამარჯვება ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა (11 მოხსნა) კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. “მემფისში” 14 ქულით მაიკლ კონლი გამოირჩა.

“კლივლენდი” – “ინდიანა” 117:111 (32:29, 31:29, 33:20, 21:33) VIDEO

“სან ანტონიო” – “მემფისი” 96:82 (29:16, 27:21, 19:28, 21:17) VIDEO

0.116802