ლონდონის “ჩელსის” ცოცხალი ლეგენდა ჯონ ტერი, სეზონის დასრულებისთანავე კლუბს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ცნობილია, რომ 36 წლის ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ აპირებს და ახალი კლუბის მოძებნას გეგმავს.
ჯონი “ჩელსის” ახალგაზრდულ გუნდში 1995 წელს ჩაირიცხა, ხოლო ძირითად გუნდში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ჩატარებულ 713 მატჩი 66 გოლი აქვს გატანილი.
ვეტერანი მოთამაშე მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და ყველა ტურნირზე მხოლოდ 11 მატჩის ჩატარება მოუწია.
ტერიმ “არისტოკრატების” რიგებში შემდეგი ტიტულები მოიგო: პრემიერლიგა (4-ჯერ), ასოციაციის თასი (5-ჯერ), ლიგის თასი (3-ჯერ), ინგლისის სუპერთასი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.