ფეხბურთი

20:05 | 17.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყენია "სლავიას" დაშორდა და რეაბილიტაციას გადის

ლევან ყენია პრაღის "სლავიაში" აღარ ირიცხება. როგორც იცით, მას ბარძაყის ტრავმა ჰქონდა და აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. კლუბთან ხელშეკრულება კი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. ყენია 2014 წლიდან თამაშობდა "სლავიაში", რომელიც ამჯამად ჩეხეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსი აქვს.

"რეაბილიტაციას გერმანიაში გავდივარ. დაახლოებით სამ-ოთხ კვირაში შევძლებ დატვირთვით მზადებას, მანამდე კი მსუბუქად ვვარჯიშობ. სამწუხაროდ, ეს სეზონი მთლიანად გამიცდა. უკლუბოდ ვარ, მაგრამ ზაფხულიდან ახალი ძალით დავიწყებ. ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ" - გვითხრა ლევანმა.

ყენიას ერთ დროს გერმანული ბუნდესლიგის საუკეთესო ტალანტებს შორის ასახელებდნენ, მაგრამ "შალკეში" 2009 წელს მიღებულმა კოჭის ტრავმამ და ერთ წელიწადში გაკეთებულმა სამმა ოპერაციამ შეაფერხა ფეხბურთელის კარიერა.

ლევანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლოს შარშან მაისში ითამაშა: სლოვაკეთთან 1:3 წაგებულ მატჩში. იმ შეხვედრაში მშვენიერი გოლიც გაიტანა.

0.139046