ფეხბურთი

3:00 | 16.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემი” არ ნებდება

პრემიერლიგის 33-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. მე-2 ადგილოსანი “ტოტენჰემი” საკუთარ კედლებში “ბორნმუთს” დაუპირისპირდა, დიდი ანგარიშით იმარჯვა და “ჩელსისთან” ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

“დეზებმა” თავიდანვე ომახიანად დაიწყეს და საწყის ოც წუთში ორი ბურთის გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჰარი კეინმა მიმდინარე გათამაშებაში მე-20 ბურთი შეაგდო, ხოლო 92-ე წუთზე ცვლილებაზე ხუთი წუთით ადრე შემოსულმა ტეო იანსენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდა და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, სამი უპასუხო ბურთის გატანა მოახერხა. ანგარიში 55-ე წუთზე ვინსენტ კომპანიმ თავური დარტყმით გახსნა, 77-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა ლეროი სანემ დააგვირგვინა, ხოლო სამ წუთში სერხიო აგუერომაც შეაგდო – 0:3.

მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა “ევერტონმა”, რომელმაც შინ “ბარნლის” 3:1 მოუგო და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედს” და “არსენალს” მერსისაიდელებზე სამ-სამი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ჩემპიონშიფში გასავარდნად განწირულია “სანდერლენდი”, რომელიც შინ “ვესტ ჰემთან” მარცხს 90-ე წუთზე გადაურჩა და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მე-17 ადგილოსან “ჰალს” 9 ქულით ჩამორჩება.

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წააგო გადარჩენისთვის მებრძოლმა “სუონსიმ”, რომელიც გასვლაზე “უოტფორდთან” დარჩა უქულოდ. სამაგიეროდ, “კრისტალ პალასმა” “ლესტერს” ორბურთიანი უპირატესობა აღმოუფხვრა, ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მოცილდა, ხოლო მე-17 ადგილოსანი “ჰალი” სტუმრად “სტოკთან” დამარცხდა.

ტოტენჰემი – ბორნმუთი 4:0 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ.დევისი, უოლკერი, დემბელე, დაიერი, ალი (სისოკო 84), ერიკსენი (იანსენი 87), სონი, კეინი (ვანიამა 79).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, ს.კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, უილშირი (ლ.კუკი 56), არტერი, პუგი, სტანისლასი (ფრეისერი 69), კინგი, აფობი (მოუსეტი 77).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0 დემბელე (16), 2:0 სონი (19), 3:0 კეინი (48), 4:0 იანსენი (92)
გაფრთხილებები: ფრეისერი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

კრისტალ პალასი – ლესტერი 2:2 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, კელი, სახო, შლუპი (ვან აანჰოლტი 69), უარდი, მილივოიევიჩი, კაბაიე, პანჩონი, თაუნსენდი, ზაჰა (მაკარტური 84), ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ბენალუანი (ჩილველი 76), ჰუტი, სიმპსონი, ფუქსი, კინგი (დრინკვოთერი 64), ნდიდი, მაჰრეზი (დ.გრეი 75), ოლბრაიტონი, ვარდი, ულოა.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

გოლები: 0:1 ჰუტი (6), 0:2 ვარდი (52), 1:2 კაბაიე (54), 2:2 ბენტეკე (70)
გაფრთხილებები: სიმპსონი, კინგი
მსაჯი: მაიკლ დინი

ევერტონი – ბარნლი 3:1 (0:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-3-3): რობლესი, უილიამსი, იაგიელკა, ბეინსი, ჰოლჰეიტი, გაიე (ე.ვალენსია 46), ტ.დევისი, შნეიდერლენი, მირალაში (ბერი 76), ბარკლი (ლუკმენი 90), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, მი, უარდი, ლოუტონი, ჰენდრიკი (ვესტვუდი 86), ბარტონი, ბრედი, ბოიდი, ბარნესი (აგიეი 83), ვოკსი (ა.გრეი 74).
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 1:0 იაგიელკა (49), 1:1 ვოკსი (52 პენ.), 2:1 მი (71 ს.კ.), 3:1 ლუკაკუ (74)
გაფრთხილებები: გაიე, ბარკლი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სტოკი – ჰალი 3:1 (1:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (3-4-2-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, მუნიესა, კამერონი, ადამი (უოლტერსი 58), პიტერსი, გ.ჯონსონი, შაქირი (დიუფი 88), არნაუტოვიჩი, ბერაჰინო (კრაუჩი 58).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ჰალი (3-5-1-1): იაკუპოვიჩი, მაგუირე, დოუსონი, რანოკია, ჰადლსტოუნი (ა.ერნანდესი 70), ნ’დიაიე, გროსიცკი, რობერტსონი, მარკოვიჩი (ელმოჰამადი 86), კლუკასი, ნიასე (მბოკანი 86).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (6), 1:1 მაგუირე (51), 2:1 კრაუჩი (66), 2:1 შაქირი (80)
გაფრთხილებები: ნიასე, მარკოვიჩი
მსაჯი: სტიუარტ არტველი

სანდერლენდი – ვესტ ჰემი 2:2 (1:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი, ოში, დენაიერი, ჯონსი (ბორინი 88), მანკილიო (კონე 89), კატერმოლი (იანუზაი 76), ნდონგი, გიბსონი, ანიჩებე, ხაზრი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, ფონტე, კოლინსი, მასუაკუ, ბაირამი, ე.ფერნანდესი, კუაიტე, ლანცინი, ა.აიუ (კალერი 90+10), სნოდგრასი (ნორდტვეიდი 81), ე.კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 ა.აიუ (5), 1:1 ხაზრი (26), 1:2 კოლინსი (47), 2:2 ბორინი (90)
გაფრთხილებები: ბაირამი
გაძევება: ბაირამი (95)
მსაჯი: ანდრე მარინერი

უოტფორდი – სუონსი 1:0 (1:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-3-3): გომეში, მარიაპა, პროდლი, ჯანმაატი, ჰოლებასი, დაკური, კლევერლი (ბეჰრამი 89), კაპუ, ამრაბატი (კაბასელე 64), ნიანგი (ოკაკა 78), დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, მოუსონი, ფ.ფერნანდესი, ოლსონი, ნოუტონი, კი, ფერი, ფულტონი (ტ.კეროლი 67), ნარსინგი (ბასტონი 58), სიგურდსონი, ლორენტე (ჯ.აიუ 81).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლი: კაპუ (42)
მსაჯი: ლი მეისონი

საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტი 0:3 (0:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, ბერტრანი, სოარეში, ს.დევისი, ჰოიბერგი, ტადიჩი, რედმონდი, უარდ-პროუსი (ლონგი 60, ჯ.როდრიგესი 82), გაბიადინი (ბუფალი 60).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ბრავო, ოტამენდი, კომპანი, ნავასი, კლიში, ფერნანდინიო, სილვა (ზაბალეტა 81), ტურე, სანე (სტერლინგი 86), დე ბრუინი, აგუერო (იჰეანაჩო 89).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 კომპანი (55), 0:2 სანე (77), 0:3 აგუერო (80)
გაფრთხილებები: ჰოიბერგი, ს.დევისი, სოარეში
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

0.173805