გერმანიის საკურორტო ქალაქი ბადენ- ბადენი 15 – 22 აპრილს დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც რვა მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვაჟთა შორის მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ქალთა შორის ჰოუ იფანი(ჩინეთი).
ტურნირი ერთ წრედ, შვიდ ტურად ტარდება. 18 აპრილი დასვენების დღეა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პირველი ადგილის მფლობელის ვინაობას ტაი ბრეიკის პარტიები გამოავლენს.
კენჭისყრის შემდეგ მოჭადრაკეები ასე გადანაწილდნენ:
1.მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(2803, საფრანგეთი)
2.მათიას ბლუებაუმი(2634, გერმანია)
3.ლეონ არონიანი(2774, სომხეთი)
4.ჰოუ იფანი (2649, ჩინეთი)
5.ფაბიანო კარუანა(2817, აშშ)
6.გიორგი მაიერი(2621, რერმანია)
7.მაგნუს კარლსენი(2838, ნორვეგია)
8.არკადი ნაიდიჩი (2702, აზერბაიჯანი)