ჭადრაკი

23:10 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია კორჩნოის სახელობის ტურნირს მასპინძლობს

შვეიცარიის ქალაქი ციურიხი ცნობილი მოჭადრაკის, საერთაშორისო დიდოსტატ ვიქტორ კორჩნოის სახელობის დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში რვა საერთაშორისო დიდოსტატი მონაწილეობს, ესენი არიან:

ვლადიმერ კრამნიკი (2811, რუსეთი), ჰიკარუ ნაკამურა (2793, აშშ), ვიშვანათან ანანდი (2786, ინდოეთი), იან ნეპომნიაშჩი (2751, რუსეთი), პიოტრ სვიდლერი (2747, რუსეთი), ბორის გელფანდი (2724, ისრაელი), სერგეი ოპარინი (2604, რუსეთი) და იანიკ პელეტიე (2541, შვეიცარია).

ვიქტორ კორჩნოი ყოფილი საბჭოთა კავშირის საჭადრაკო სკოლის აღზრდილია. ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის დროს ჰოლანდიიდან უკან აღარ დაბრუნდა. 1994 წელს შვეიცარიის მოქალაქე გახდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. 85 წლის ასაკში 2016 წელს გარდაიცვალა. თავის დროზე მის მიერ სსრკ-ს დატოვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

0.117031