უეფას ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “ბეშიქთაშის” თავდამსხმელი რაიან ბაბელი დასახელდა. უეფას ვებგვერდზე განთავსებულ გამოკითხვაში ჰოლანდიელმა შემტევმა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო – 34%.
ბაბელმა ლიონის “ოლიმპიკთან” მატჩში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. მან მცირედით აჯობა თანამემამულე დევი კლასენს, რომელმაც “აიაქსს” “შალკესთან” დუბლით მოაგებინა – 30%.
უშანსოდ არც ჰენრიხ მხითარიანი ყოფილა – “მანჩესტერის” შემტევს მესამე ადგილი და ხმების სრული რაოდენობის 25% ერგო. ბოლო, მეოთხე პოზიციას დასჯერდა იაგო ასპასი ვიგოს “სელტადან” (10%).